გრენლანდიის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ ლენდრიმ, დანია გრენლანდიის ოკუპაციაში დაადანაშაულა.
გრენლანდიის საკითხებში დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა ჯეფ ლენდრიმ, დანია გრენლანდიის ოკუპაციაში დაადანაშაულა. სოციალურ ქსელში მან დაწერა, რომ დანიამ გაეროს პროტოკოლის უგულებელყოფით, კუნძულის ოკუპაცია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ მოახდინა. ლენდრიმის პოსტს მალევე უპასუხა შეერთებულ შტატებში დანიის ელჩმა, მან ტრამპის წარმომადგენელს შეახსენა, რომ გაეროს და ამერიკის ადმინისტრაციას აქამდე არაერთხელ უღიარებიათ, რომ გრენლანდია დანიის სამეფოს ნაწილია და კუნძულის ბედი მხოლოდ მისი მოსახლეობის გადასაწყვეტია.
