ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ ქვეყანაში ვითარება ახლა სრულად ექვემდებარება კონტროლს
მან საპროტესტო აქციებს ქვეყნის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული ომი უწოდა. ვითარების ესკალაციაში კი შეიარაღებული დემონსტრანტები დაადანაშაულა, რომელთა მიზანიც შეერთებული შტატების ჩარევის პროვოცირება იყო. მანამდე დონალდ ტრამპმა ირანის ხელისუფლებასთან მოლაპარაკება არ გამორიცხა. როიტერის ცნობით, ირანში საპროტესტო აქციებზე შეტაკებებისას 500 ზე მეტი ადამიანი დაიღუპა. გაეროს გენერალურმა მდივანმა ირანის სამართალდამცველებს თავშეკავებისკენ მოუწოდა და ძალადობისა და გადამეტებული ძალის გამოყენების გამო შეშფოთება გამოთქვა. ირანის მთავრობას თავშეკავებისკენ მოუწოდეს ფინეთისა და გერმანიის ლიდერებმაც.
