დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების გადაკვეთაზე სკვერი გაკეთდა
დიდ დიღომში, როსტევანისა და ასმათის ქუჩების გადაკვეთაზე სკვერი გაკეთდა. ნახევარ ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყო სასეირნო და ველობილიკები, დასასვენებელი პავილიონი და სკეიტ მოედანი. სკვერში ასევე არის საბავშვო და სატრენაჟორო სივრცეები. ტერიტორია გამწვანდა. ჯამში, დაიხარჯა მილიონ 250 ათასი ლარი.
