ესპანეთის საფეხბურთო სუპერთასის გამარჯვებული „ბარსელონა“ გახდა
გადამწყვეტ შეხვედრაში კატალონიის გუნდმა მადრიდის „რეალი“ 3-2 დაამარცხა. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად რაფინია დასახელდა, რომელმაც დუბლი შეასრულა. ესპანეთის სუპერთასი „ბარსელონამ“ ზედიზედ მეორედ, არსებობის ისტორიაში კი მეთექვსმეტედ მოიგო.
