დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება სურს
დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის ხელისუფლებას შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკება სურს. თეთრი სახლის ლიდერის თქმით, მას თეირანიდან დაუკავშირდნენ და შეხვედრის ორგანიზება სთხოვეს. ტრამპმა ქვეყნის ხელისუფლება მოქალაქეებზე ძალადობაში დაადანაშაულა. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა განაცხადა, ირანის საკითხზე გადაწყვეტილებას მიიღებს.
