ირანში საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი გლოვა გამოცხადდა
ირანში საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი გლოვა გამოცხადდა. სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „ირნას“ ცნობით, დღეს თეირანში ხელისუფლების მხარდამჭერთა კონტრაქციის გამართვაც იგეგმება. საპროტესტო გამოსვლები ირანში უკვე ორი კვირაა, გრძელდება. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციების ინფორმაციით, შეტაკებების შედეგად 500-ზე მეტი ადამიანია დაღუპული. დაკავებულია ათი ათას ექვსასზე მეტი მანიფესტანტი.
