გასულ წელს ქართული ღვინო წარმოდგენილი იყო მსოფლიოს 21 ქვეყანაში 60-მდე გამოფენა-ფესტივალსა და 300-ზე მეტ დეგუსტაცია-სემინარზე
უცხოელი პროფესიონალების მონაწილეობით ჩატარდა 18 ღვინის ტური; საქართველოში გაიმართა 32 ღონისძიება. ღვინის კომპანიებმა ისარგებლეს მარკეტინგული ხარჯების თანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამითაც. ქართული ღვინის პოპულარიზაციისთვის მუშაობა წელსაც აქტიურად გაგრძელდება.
