ქართველმა მორაგბემ გიორგი მელიქიძემ „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა
ქართველმა მორაგბემ გიორგი მელიქიძემ „სტად ფრანსეს“ შემადგენლობაში უმაღლეს დონეზე კიდევ ერთი შეხვედრა ჩაატარა. ევროპის ჩელენჯ თასის მე-3 ტურში საფრანგეთის კლუბმა საკუთარ სტადიონზე ინგლისის „ექსეტერი“ 27:25 დაამარცხა. მელიქიძე მოედანზე ცვლილებაზე 48-ე წუთზე შევიდა და ზუსტად სამ წუთში მეტოქის ჩათვლის მოედანი აიღო. მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე გამართულ 15 შეხვედრაში 29 წლის ქართველი მორაგბის ანგარიშზე 7 ლელოა.
