რამდენიმე საათში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს
რამდენიმე საათში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე პირველ შეხვედრას ჩაატარებს. ქართველი წყალბურთელების მეტოქე საბერძნეთი იქნება. ჩვენი ქვეყნის გუნდი კონტინენტის პირველობაზე ზედიზედ მეშვიდედ ითამაშებს. ეროვნული ნაკრების ღირსებას 15 მოთამაშე დაიცავს.
