ცნობილი თურქი მსახიობი და მოდელი ჯან იამანი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს
ცნობილი თურქი მსახიობი და მოდელი ჯან იამანი, ნარკოტიკებთან დაკავშირებული ოპერაციის ფარგლებში დააკავეს. პოლიციამ სტამბოლში მდებარე ცხრა ღამის კლუბში ჩაატარა რეიდები. ოპერაციის დროს რამდენიმე ობიექტზე ნარკოტიკული ნივთიერებები აღმოაჩინეს. როგორც ირკვევა, გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა შეტყობინება და ჩვენება, რომლის მიხედვითაც ჯან იამანი ნარკოტიკებს მოიხმარდა.
