სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს
სირიის სამთავრობო ძალებმა ალეპოზე სრული კონტროლი დაამყარეს. ამის შესახებ თურქული მედია იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ქურთმა მებრძოლებმა უკვე დატოვეს შეიხ მაქსუდის რაიონი. გათავისუფლებულია 200-მდე ადამიანი, რომლებიც რამდენიმე დღე ტყვეობაში იმყოფებოდნენ. სირიის სამთავრობო ძალებსა და ქურთ მებრძოლებს შორის ალეპოში შეტაკებები მიმდინარე კვირას დაიწყო, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაიღუპა და 30-ზე მეტი დაშავდა.
