ირლანდიაში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს
ირლანდიაში ფერმერებმა საპროტესტო აქცია გამართეს. მათ ევროკავშირსა და „მერკოსურის“ ქვეყნებს შორის სავაჭრო შეთანხმება გააპროტესტეს, რომლის ხელმოწერაც პარაგვაიში 17 იანვარს იგეგმება. ფერმერების აქციები ევროპის ქალაქებში რამდენიმე თვეა იმართება. აქციის მონაწილეები ბრიუსელის გეგმებს აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ შეთანხმება ევროპულ ფერმერულ მეურნეობებს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.
