პარიზში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა
პარიზში ტრამპის საწინააღმდეგო აქცია გაიმართა. პროტესტის მონაწილეები ქალაქის ცენტრში ვენესუელისა და კუბის დროშებით გამოვიდნენ. მათ შეერთებული შტატების მიერ ვენესუელაში ჩატარებული სპეცოპერაცია დაგმეს და ნიკოლას მადუროს გათავისუფლება მოითხოვეს. ამავე მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობები მოეწყო რომსა და ათენშიც.
