ამერიკის ჯანდაცვის მდივანის განცხადებით, გერმანიაში იმ ექიმების მიმართ, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებს ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისგან ათავისუფლებდნენ, სამართლებრივი დევნა დაიწყო
ამერიკის ჯანდაცვის მდივანის განცხადებით, გერმანიაში იმ ექიმების მიმართ, ვინც კორონავირუსის პანდემიის დროს მოქალაქეებს ვაქცინაციისა და პირბადის ტარებისგან ათავისუფლებდნენ, სამართლებრივი დევნა დაიწყო. რობერტ კენედი უმცროსმა, რომელიც ვაქცინების მიმართ სკეპტიკური დამოკიდებულებითაა ცნობილი, პლატფორმა იქსზე ვიდეო გამოაქვეყნა, რომელშიც ამბობს, რომ გერმანელ კოლეგას წერილი მისწერა და პოლიტიკურად მოტივირებული დევნის შეწყვეტა მოსთხოვა. გერმანიის ჯანდაცვის მინისტრმა კი კოლეგის ბრალდებები უკვე უარყო და მათ უსაფუძვლო უწოდა.
