ისრაელი ირანში ამერიკის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია
ისრაელი ირანში ამერიკის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია. ინფორმაციას სააგენტო „როიტერსი“ რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ერთ-ერთის ცნობით, ისრაელის პრემიერმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ და ამერიკის სახელმწიფო მდივანმა მარკო რუბიომ ტელეფონით ისაუბრეს და ირანში ჩარევის შესაძლებლობა განიხილეს. მანამდე ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ თუ ირანი თავს დაესხმება ისრაელს, ამას საშინელი შედეგები მოჰყვება. დონალდ ტრამპი კი ბოლო დღეებში არაერთხელ დაიმუქრა, რომ თუ ირანის ხელისუფლება დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენებას არ შეწყვეტს, შეერთებული შტატების ჩარევა გარდაუვალი გახდება.
