ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანის მოქალაქეებს საპროტექსტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა
ირანის ყოფილი შაჰის ვაჟმა, რეზა ფაჰლევიმ ირანის მოქალაქეებს საპროტექსტო აქციების გაგრძელებისკენ მოუწოდა. მისი თქმით, შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანელი ხალხის გმირობას აკვირდება და მათ დასახმარებლად მზადაა. მანამდე იგივე განაცხადა დონალდ ტრამპმაც. სხვადასხვა წყარო ირანში დაღუპული მანიფესტანტების რაოდენობის შესახებ განსხვავებულ ინფორმაციას ავრცელებს. გამოცემა „ტაიმის“ ინფორმაციით, აქციების დროს 200-ზე მეტი ადამიანია დაღუპული და 2600-ზე მეტი დაკავებული.
