ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა დავით ნინიაშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა
ევროპის რაგბის ჩემპიონთა თასის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურის შეხვედრა დავით ნინიაშვილმა უმაღლეს დონეზე ჩაატარა. „ლა როშელი“ სტუმრად „ლენსტერთან“ მინიმალური სხვაობით, 24-25 დამარცხდა. 23 წლის ქართველმა მორაგბემ კი საფრანგეთის კლუბის შემადგენლობაში მეტოქის ჩათვლის მოედანი 29-ე წუთზე აიღო. მიმდინარე სეზონში ნინიაშვილის ანგარიშზე „ლა როშელში“ გამართულ 13 შეხვედრაში უკვე 7 ლელოა
