გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა
გიორგი შერმადინმა ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატში კიდევ ერთი შედეგიანი შეხვედრა ჩაატარა. ლიგა ენდესას მე-15 ტურში „ლაგუნა ტენერიფე“ საკუთარ დარბაზში „ლეიდასთან“ 87-94 დამარცხდა. 36 წლის ქართველმა კალათბურთელმა კი მასპინძელთა შემადგენლობაში 24 წუთში 18 ქულა, 6 მოხსნა, 1 ასისტი და 3 დაფარება დააგროვა. შერმადინმა თორმეტიდან ცხრა ორქულიანი ჩააგდო და ექვსიდან ხუთი მოხსნა დაცვაში შეასრულა. მომდევნო შეხვედრას „ლაგუნა ტენერიფე“ 18 იანვარს, სტუმრად „ბილბაოსთან“ გამართავს
