საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ისრაელში
საპროტესტო გამოსვლები გრძელდება ისრაელში. თელ-ავივში შეკრებილმა ასობით ადამიანმა სპეციალური კომისიის შექმნა მოითხოვა, რომელიც 2023 წლის 7 ოქტომბრის მოვლენებს გამოიძიებს. აქციის მონაწილეებმა „ჰამასის“ თავდასხმის შედეგებზე პასუხისმგებლობა ნეთანიაჰუს და მის ადმინისტრაციას დააკისრეს და მთავრობის გადადგომა მოითხოვეს
