სენატორი ლინდსი გრემი: ირანელებო, ამერიკის დახმარება გზაშია
ირანელებო, ამერიკის დახმარება გზაშია. ამის შესახებ ამერიკელი სენატორი, ლინდსი გრემი სოციალურ ქსელში წერს. მისი თქმით, პრეზიდენტ ტრამპს კარგად აქვს გაცნობიერებული, რომ ირანში აიათოლას რეჟიმი უნდა დამარცხდეს. ირანზე შეერთებული შტატების შესაძლო თავდასხმის შესახებ დღეს რამდენიმე ამერიკულმა გამოცემამ დაწერა. The New York Times-ის ინფორმაციით, ბოლო დღეებში ტრამპს ირანზე შესაძლო იერიშების სცენარები წარედგინა, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია. სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ირანში ამერიკის შესაძლო ჩარევისთვის მაღალი დონის მზადყოფნაშია ისრაელიც. ირანში საპროტესტო აქციების დროს დაღუპულთა რაოდენობის შესახებ განსხვავებული ინფორმაცია ვრცელდება. გამოცემა Time-ის ინფორმაციით, დაღუპულია 200-ზე მეტი მანიფესტანტი, 2600-ზე მეტი კი დაკავებულია
