ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ
ესპანეთის ლა ლიგის მე-19 ტურში მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა გიორგი მიქაუტაძემ. „ვილიარეალმა“ სადაც ქართველი ფეხბურთელი თამაშობს „ალავესი“ 3-1 დაამარცხა, ხოლო საქართველოს ნაკრების შემტევმა 2026 წელს გოლი ზედიზედ მეორე შეხვედრაში გაიტანა. მიქაუტაძე ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელადაც ითამაშა. მან თავი 75-ე წუთზე გამოიჩინა და იმ დროისთვის ანგარიში 3-0 გახადა. გიორგი მეკარესთან პირისპირ დარჩა და ბურთი თავზე გადაუგდო. ლა ლიგაში ეს მისი მეხუთე გოლია მიმდინარე სეზონში, ხოლო ყველა ტურნირზე 21 შეხვედრაში, 7 გოლი და 3 საგოლე პასი დაუგროვდა. ვილიარეალი 41 ქულით მესამე ადგილზეა, მომდევნო თამაშს კი 17 იანვარს, სევილიის „ბეტისის“ წინააღმდეგ სტუმრად ჩაატარებს
