თბილისში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო კარატეს ტურნირის „კარატე 1 - სერია A“-ს მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა კარატისტმა ლევან დონაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
თბილისში მიმდინარე პრესტიჟული საერთაშორისო კარატეს ტურნირის „კარატე 1 - სერია A“-ს მეორე საშეჯიბრო დღეს ქართველმა კარატისტმა ლევან დონაძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მან 4 მეტოქის დამარცხება შეძლო. შეჯიბრება, საქართველოს სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით უკვე მესამე დღეა „თბილისი არენაზე“ მიმდინარეობს. ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. წელს სერია A-ზე 77 ქვეყნიდან 1300-ზე მეტი სპორტსმენი დარეგისტრირდა. ბოლო საშეჯიბრო დღეს 5 ქართველი კარატისტი გამოვა. თბილისმა სერია ას პირველად 2025 წელს უმასპინძლა და ზედიზედ მესამედ – მომავალ წელსაც საქართველოში გაიმართება
