ისტორიული მაქსიმუმი
ნებისმიერი ქვეყნის პასპორტის სიძლიერე იმით იზომება, თუ რამდენად ბევრ ქვეყანაში შეუძლიათ მათ მოქალაქეებს უვიზოდ ან გამარტივებული წესით მოგზაურობა. წელს ქართულმა პასპორტმა ისტორიული მაქსიმუმი შემოგვთავაზა. საქართველო, მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით მოგზაურობა შეუძლიათ. პასპორტის რეიტინგით 2012 წელს ჩვენი ქვეყანა 73-ე ადგილზე იყო, 2022 წელს კი 48-ზე. საქართველოს მოქალაქეები 79 ქვეყანაში სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას, ხოლო ოთხ ქვეყანაში ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის შეერთებულ შტატებსა და იაპონიაში
