ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ტორონტო რეპტორსი" „ბოსტონ სელტიკსთან" 117-125 დამარცხდა
ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში „ტორონტო რეპტორსი" „ბოსტონ სელტიკსთან" 117-125 დამარცხდა. ამის მიუხედავად, სანდრო მამუკელაშვილმა მორიგი შედეგიანი თამაში ჩაატარა. ქართველმა კალათბურთელმა არასრულ 25 წუთში 15 ქულა, 8 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. სანდრომ 8-დან 7 ორქულიანი და 1-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, შესაბამისად ორმაგ დუბლთანაც ახლოს იყო. ტორონტო აღმოსავლეთ კონფერენციის 23 მოგებითა და 16 მარცხით მეოთხე პოზიციაზეა, „რეპტორსის“ შემდეგი მეტოქე ფილადელფია იქნება
