სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „თბილისი არენაზე“ სერია A მიმდინარეობს
სპორტული კარატეს ეროვნული ფედერაციის ორგანიზებითა და საქართველოს სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით „თბილისი არენაზე“ სერია A“ მიმდინარეობს. პრესტიჟულ საერთაშორისო ტურნირს საქართველო ზედიზედ მეორედ მასპინძლობს. ტურნირში 77 ქვეყნიდან 1267 სპორტსმენი მონაწილეობს, ეროვნული ნაკრები კი 13 სპორტსმენითაა წარმოდგენილი. შეჯიბრის მეორე დღეს ქართველმა კარატისტმა ლევან დონაძემ 3 ბრძოლა მოიგო და ბრინჯაოს მედლის მოგების შანსი აქვს. ტურნირის ფინალური ბლოკი მოგვიანებით დაიწყება. სერია ა თბილისში ხვალ დასრულდება. შეჯიბრებას ჩვენი ქვეყანა 2027 წელსაც უმასპინძლებს
