Le Monde: საფრანგეთი ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ უკრაინაში 6 ათას სამხედროს გაგზავნის
ომის დასასრულებლად სამშვიდობო შეთანხმების გაფორმების შემდეგ საფრანგეთი უკრაინაში 6 ათას სამხედროს გაგზავნის, ცნობას გამოცემა ავრცელებს და აღნიშნავს რომ შესაბამისი გადაწყვეტილება ელისეს სასახლეში ძალოვანი მინისტრებისა და ფრაქციების ლიდერების დახურულ შეხვედრაზე მიიღეს. აღსანიშნავია, რომ პარიზის გეგმის მიხედვით აღნიშნული შეიარაღებული ძალები ფრონტის გაზის გარეთ განლაგდებიან. დახურულ კარს მიღმა მიღებული გადაწყვეტილების შესახებ, პრეზიდენტმა მაკრონმა საფრანგეთის პარლამენტსაც აცნობა
