Spiegel: ევროკავშირის დასასრული უკვე ტაბუ აღარ არის
ევროკავშირის დასასრული აღარ არის ტაბუ - ამის შესახებ წერს გერმანული გამოცემა Spiegel-ი. როგორც სტატიაში ვკითხულობთ, რაც უფრო დიდია ტრამპისა და პუტინის ზეწოლა, მით უფრო ხმამაღლა მოიხსენიებს ბევრი ევროკავშირს, როგორც ევროპის ხსნას, თუმცა, გამოფიტულ თანამეგობრობას თუ შევხედავთ, იმედი ნაკლებად რჩება. სტატიის ავტორის შეფასებით, ევროკავშირის წარმოშობის გახსენებისას, ამჟამინდელი სიტუაცია საგანგაშო ჩანს. ევროპა დაიწყო, როგორც ეკონომიკური პროექტი მეორე მსოფლიო ომის ნანგრევებზე, თავდაპირველად გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასა და საფრანგეთს შორის. ეს ალიანსი გადაიქცა სამშვიდობო პროექტად უზარმაზარი მიმზიდველობით, ვინაიდან, ევროპა კეთილდღეობას, უსაფრთხოებას და თავისუფლებას გვპირდებოდა. Spiegel-ის თანახმად, დღესდღეობით ამბობენ, რომ ევროპამ ტრამპსა და პუტინს სუვერენიტეტით უნდა დაუპირისპირდეს. ეს ჟღერს, როგორც ნათელი და გადაწყვეტილებით აღსავსე პოზიცია - თითქოს არსებობდეს ევროპა, რომელიც ერთხმად ლაპარაკობს, თუმცა, ეს ხმა არ ისმის
