„გიზ-გიზი” - ბაკურიანში ფესტივალი მიმდინარეობს
„გიზ-გიზი” - ბაკურიანში ფესტივალი მიმდინარეობს. ზამთრის კურორტზე წლის პირველი ფესტივალი ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით ტარდება. სტუმრებისთვის ენერგიული მუსიკალური პროგრამა და მრავალფეროვანი გასართობი სივრცეებია, ასევე. სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები. ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას. ბაკურიანის შემდეგ „გიზ-გიზი“ 17 იანვარს გუდაურში გაიმართება
