ისტორიული მაქსიმუმი - საქართველო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა შეუძლიათ
ისტორიული მაქსიმუმი - საქართველო მსოფლიოში ყველაზე ძლიერი პასპორტების ჩამონათვალში 33-ე ადგილზე დაწინაურდა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოქალაქეებს 133 ქვეყანაში უვიზოდ ან გამარტივებული წესით შესვლა შეუძლიათ. პასპორტის რეიტინგით 2012 წელს ჩვენი ქვეყანა 73-ე ადგილზე იყო, 2022 წელს კი 48-ზე. საქართველოს მოქალაქეები 79 ქვეყანაში სრულიად უვიზოდ შედიან, 50 ქვეყანაში აეროპორტშივე იღებენ ვიზას, ხოლო ოთხ ქვეყანაში ელექტრონულ ნებართვას საჭიროებენ. საქართველოს მოქალაქეებს ვიზის მიღება ესაჭიროებათ 65 ქვეყანაში, მათ შორის აშშ-სა და იაპონიაში
