რადიკალები ეკონომიკურ ზრდას კორუფციას უწოდებენ და გაეროს ანგარიშს უპირისპირდებიან, რომლის მიხედვით წელს საქართველო კავკასიაში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება და შარშან დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები გაგრძელდება
რადიკალები ეკონომიკურ ზრდას კორუფციას უწოდებენ და გაეროს ანგარიშს უპირისპირდებიან, რომლის მიხედვით წელს საქართველო კავკასიაში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება და შარშან დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები გაგრძელდება. „ქართული ოცნებისთვის“ კი გაეროს ანგარიში და პროგნოზი იმის დადასტურებაა, რამდენად სწორია ხელისუფლების გეზი სახელმწიფოს განვითარებისთვის. გაეროს ექსპერტების ვარაუდით, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს. დოკუმენტის თანახმად, ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ. 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის
