საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი წიტაიშვილი გახდა
საფრანგეთის ლიგა 1-ის დეკემბრის თვის საუკეთესო გოლის ავტორი გიორგი წიტაიშვილი გახდა. მეცის შემტევი „პარი სენ-ჟერმენთან“ გატანილი გოლით გამოარჩიეს. სწორედ ამ გოლმა გამოკითხვაში ყველაზე მეტი ხმა დააგროვა და ისეთ ფეხბურთელებს აჯობა, როგორებიც იბრაჰიმ მბაიე, ოდსონ ედუარი, სორიბა დიუანე და ფაბიენ სენტონზე არიან. ქართველ ფეხბურთელს მიმდინარე სეზონში 17 შეხვედრაში 2 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ერთხელ საგოლე პასი გააკეთა
