ბაკურიანი ფესტივალ „გიზ-გიზს“ მასპინძლობს
ბაკურიანი ფესტივალ „გიზ-გიზს“ მასპინძლობს. 2026 წლის პირველი ფესტივალისთვის სამზადისი თითქმის დასრულებულია და 15 საათიდან დამსვენებლებს უმასპინძლებს. „გიზ-გიზი“ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, ტარდება და დასწრება უფასოა. სტუმრებს ელოდებათ ენერგიული მუსიკალური პროგრამა, მრავალფეროვანი გასართობი სივრცეები, როგორც ბავშვებისთვის, ასევე დიდებისთვის და სპეციალურად მოწყობილი კვების ობიექტები. ფესტივალის მიზანია, როგორც შიდა ტურიზმის პოპულარიზაცია, ასევე საერთაშორისო მოგზაურთა მოზიდვა, რაც ხელს შეუწყობს საქართველოს ზამთრის კურორტების ცნობადობის გაზრდას. ბაკურიანის შემდეგ ფესტივალი „გიზ-გიზი“ 17 იანვარს გუდაურში გაიმართება
