მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გერმანიის მოქალაქე დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს
მიგრაციისა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, გერმანიის მოქალაქე დააკავეს და ქვეყნიდან გააძევეს. მან 4 ათასი ლარის ჯარიმა უნდა გადახადოს და 3 წელი საქართველოში შემოსვლა ეკრძალება. დაკავებული, 7 იანვარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ყოფნისას გახდა აგრესიული, უხეშად არღვევდა საზოგადოებრივ წესრიგს და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მაშინ როდესაც მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ მოუწოდეს
