გაეროს ანგარიში და პროგნოზი, რომლის მიხედვით 2026 წელს საქართველო კავკასიაში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება, მმართველი გუნდისთვის მორიგი დადასტურებაა, რამდენად სწორია ხელისუფლების გეზი სახელმწიფოს განვითარებისთვის
გაეროს ანგარიში და პროგნოზი, რომლის მიხედვით, 2026 წელს, საქართველო კავკასიაში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება, მმართველი გუნდისთვის მორიგი დადასტურებაა, რამდენად სწორია ხელისუფლების გეზი სახელმწიფოს განვითარებისთვის. გაეროს ექსპერტების ვარაუდით, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები გაგრძელდება. ეკონომიკურ აქტივობას კი მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ. 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს
