ირანში აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება
ირანში აიათოლას რეჟიმის წინააღმდეგ საპროტესტო გამოსვლები გრძელდება. თეირანში, საბაჟოს შენობასთან, ავტობუსს ცეცხლი წაუკიდეს. ირანელი მოხალისეების სამხედრო დაჯგუფება ბასიჯის წევრებმა, თავის დაღწევის მცდელობისას ცეცხლი გახსნეს. სროლის შედეგად რამდენიმე დემონსტრანტი დაიღუპა. თეირანის მმართველობის წინააღმდეგობისთვის ქალაქ ქარმან შაჰეში ქურთმა შეიარაღებულმა ჯგუფებმა ეგრეთ წოდებული საშტურმო დანაყოფი შექმნეს. ქალაქ ესფა რაიენში კი დემონსტრანტების მიერ პროკურატურის შენობის გადაწვის შედეგად პროკურორი და რამდენიმე ძალოვანი დაიღუპა. ამის ფონზე განცხადება გაავრცელა აიათოლას რეჟიმმა და დემონსტრანტებს სახელმწიფო ქონებისა ან რევოლუციის გუშაგთა კორპუსს წევრების მკვლელობისთვის სასიკვდილო განაჩენითა და მასობრივი დახვრეტით დაემუქრა
