მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების წინააღმდეგ დემონსტრაციები გრძელდება
მინეაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების წინააღმდეგ დემონსტრაციები გრძელდება. საპროტესტო აქციები 7 იანვარს საიმიგრაციო სამსახურის თანამშრომლის მიერ, 37 წლის რეკე ნიკოლ გუდის მკვლელობამ გამოიწვია, რომელიც სამართალდამცველის მოთხოვნას არ დაემორჩილა და ავტომობილით ერთ-ერთ სამართალდამცველს დაეჯახა. დემონსტრანტების გაღიზიანება კიდევ ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლების მიერ გაკეთებულმა შეფასებებმაც გამოიწვია, რომლებმაც საიმიგრაციო სამსახურის აგენტის ქმედებას თავდაცვითი და კანონიერი უწოდეს
