მექსიკა შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ცდილობს
მექსიკა შეერთებულ შტატებთან კომუნიკაციის გაუმჯობესებას ცდილობს. შესაბამისი დავალება ქვეყნის პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრს, მას შემდეგ მისცა, რაც დონალდ ტრამპი მეხიკოს ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში სახმელეთო თავდასხმით დაემუქრა. კლაუდის შაინბაუმმა, რომელიც ვენესუელაში შეერთებული შტატების სამხედრო ოპერაციას აკრიტიკებდა, ნარკოტიკებთან ბრძოლის ფარგლებში ვაშინგტონთან თანამშრომლობას მხარი დაუჭირა
