დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა
დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში ნავთობკომპანიების წარმომადგენლებს უმასპინძლა. შეხვედრის მთავარი ნაწილი ვენესუელურ ნავთობს დაეთმო. ტრამპმა ხაზი გაუსვა პრინციპს „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ და ვენესუელის ნავთობთან დაკავშირებული გეგმები წარადგინა. პრეზიდენტის თქმით, შეერთებულმა შტატებმა და ვენესუელამ ნავთობის შესახებ უვადო შეთანხმებას მიაღწიეს, მისივე განცხადებით, შეერთებულმა შტატებმა ვენესუელისგან 4 მილიარდი დოლარის ღირებულების, 30 მილიონი ბარელი ნავთობი უკვე მიიღო, რომელიც ძირითადად შეერთებული შტატებს მოხმარდება. ნაწილი კი ვენესუელას გადაეცემა
