თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებულების პროცესზე სამედიცინო კომპანიის წარმომადგენლები დაიკითხნენ
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის და მასთან ერთად დაკავებულების პროცესზე სამედიცინო კომპანიის წარმომადგენლები დაიკითხნენ, რომლებმაც თავდაცვის სამინისტროსთვის სამედიცინო აპარატურის შესყიდვის დეტალები გაიხსენეს და აღნიშნეს რომ ხელშეკრულება საიდუმლო შესყიდვით გაფორმდა. ბურჭულაძეს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში ედება, რაც 9-დან 12 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს
