ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
ზვავსაშიშროების გამო გუდაური-კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია. გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, (გუდაური(ფოსტა)–კობის) მონაკვეთზე ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია. უსაფრთხოების მიზნით, ამ მონაკვეთზე აკრძალულია გზის გაწმენდითი სამუშაოების წარმოებაც. სამუშაოები აქ ზვავსაშიშროების მოხსნისთანავე დაიწყება. რაც შეეხება სხვა მიმართულებებს, ყველა ცენტრალურ მაგისტრალზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება თავისუფალია. გარკვეული სახის მოძრაობის რეჟიმებია დაწესებული მხოლოდ მაღალმთიან რეგიონებში
