პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს
პოლიციელზე ჯგუფურად თავდასხმის ბრალდებით 4 ადამიანი დააკავეს. ბრალდებულებს, სიტყვიერი დაპირისპირება მოუვიდათ სამსახურებრივ საქმიანობასთან დაკავშირებით პატრულ-ინსპექტორთან, რის შემდეგაც ჯგუფურად თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მას. თავდასხმის შედეგად, პოლიციელმა სხვადასხვა არეში დაზიანება მიიღო, ხოლო ბრალდებულები შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ საქმეზე ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ოთხივე ბრალდებული დანაშაულის ჩადენიდან მალევე დააკავა. მათ 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
