აჭარაში ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს
აჭარაში, ნარკოდანაშაულის ბრალდებით უკრაინის მოქალაქე დააკავეს. მას ბრალად დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვა და უკანონო რეალიზაციის ხელშეწყობა ედება. ბრალდებულის პირადი და დროებითი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღეს განსაკუთრებით დიდი ოდენობით „მეფედრონი“. პოლიციის მიერ, ასევე, ამოღებულია ნარკოტიკული საშუალების დაფასოებისთვის საჭირო მასალები. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს
