საქართველოს ტურისტულ პოტენციალს უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან
საქართველოს ტურისტულ პოტენციალს, ნიდერლანდებში უტრეხტის საერთაშორისო გამოფენაზე ეცნობიან. ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ და ბენილუქსის ქვეყნებში უდიდეს ტურისტულ გამოფენაზე ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია, აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტთან და 10-მდე კერძო კომპანიასთან ერთად ეროვნული სტენდით წარდგა. ქვეყნის ტურისტული პოტენციალის შესახებ პრეზენტაციები და ვიდეო რგოლების ჩვენება მიმდინარეობს. ვიზიტორები ეცნობიან საქართველოს ზამთრის კურორტებს, სხვადასხვა ტურისტულ პროდუქტსა და მარშრუტს. გამოფენის პარალელურად, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია კერძო სექტორთან ერთად მონაწილეობს Travel trade days 2026-ში მონაწილეობს. ქართული კერძო სექტორის წარმომადგენლებს საშუალება აქვთ შეხვდნენ საერთაშორისო ტურისტული კომპანიების წარმომადგენლებს, სერვისის მიმწოდებლებსა და ე.წ. „ბაიერებს“. შეხვედრებზე საქართველოში ტურისტული ჯგუფების გაგზავნის, ტურების დაგეგმვისა და ღონისძიებების ჩატარების საკითხები განიხილეს. საქართველოსა და ნიდერლანდებს შორის პირდაპირი ავიარეისები სრულდება, რაც ხელს უწყობს ტურისტული ნაკადის გაზრდას ბენილუქსის ქვეყნებიდან
