სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა
სამთავრობო ქალაქის გენერალური გეგმისა და ესკიზური პროექტების მომზადებისთვის მუნიციპალური განვითარების ფონდმა კონკურსი გამოაცხადა. პროექტი თბილისში, ე.წ. არსენალის მთაზე, გედევანიშვილის ქუჩის მიმდებარედ უნდა განხორციელდეს. სამთავრობო ქალაქის ტერიტორიაზე პარლამენტის შენობა, მთავრობის ადმინისტრაცია, სამინისტროები, ასევე თბილისის მერია და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური განთავსდება. პროექტის მიზანია სახელმწიფო სერვისების ხელმისაწვდომობის გაზრდა, თანამედროვე, ერთიანი სივრცის შექმნა, უწყებათაშორისი კოორდინაციის გაძლიერება და ოპტიმიზაცია, ასევე სახელმწიფო და საზოგადოებრივი მნიშვნელობის ღონისძიებების შეუფერხებლად ჩატარება
