გაეროს ანგარიში „მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის“: 2026 წელს საქართველო კავკასიაში ყველაზე მაღალ ეკონომიკურ ზრდას აჩვენებს და ლიდერი იქნება
2026 წელს, საქართველო კავკასიის რეგიონში ეკონომიკური ზრდის ტემპით ლიდერი იქნება და გასულ წელს დაფიქსირებული ძლიერი ეკონომიკური ტენდენციები გაგრძელდება - ეს გაეროს ანგარიშში წერია. 5.4%-იანი ზრდა მნიშვნელოვნად აღემატება მეზობელი ქვეყნების, აზერბაიჯანისა და სომხეთის მაჩვენებლებს. ანგარიში ასევე ეხება აღმოსავლეთ ევროპის სხვა სახელმწიფოებსაც. 2026 წლის პროგნოზით, საქართველოს ზრდის მაჩვენებელი თითქმის ორჯერ აღემატება უკრაინისა და მოლდოვის მოლოდინებს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ გამოაქვეყნა ანგარიში მსოფლიო ეკონომიკური მდგომარეობა და პერსპექტივები 2026 წლისთვის. როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკურ აქტივობას მნიშვნელოვანი იმპულსი მისცა ორმა საკვანძო სექტორმა: ტურიზმმა და მშენებლობამ
