კაია კალასმა უკრაინაში ორეშნიკით იერიში მოსკოვის მხრიდან ვითარების ესკალაციის მცდელობად და ევროპისა და შეერთებული შტატების გაფრთხილებად შეაფასა
ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, კაია კალასმა უკრაინაში ორეშნიკით იერიში მოსკოვის მხრიდან ვითარების ესკალაციის მცდელობად და ევროპისა და შეერთებული შტატების გაფრთხილებად შეაფასა. ოკუპანტის მაშტაბური თავდასხმის გამო, ვოლოდიმირ ზელენსკიმ დასავლელ პარტნიორებს, განსაკუთრებით კი შეერთებულ შტატებს მკაცრი რეაგირებისკენ მოუწოდა.
