თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და მისი მოცულობა ორი მილიარდ 211 მილიონ ლარამდეა
თბილისის 2026 წლის ბიუჯეტი 17 მილიონ ლარზე მეტით გაიზარდა და მისი მოცულობა ორი მილიარდ 211 მილიონ ლარამდეა. გადაწყვეტილებას მხარი საკრებულოს სხდომაზე დაუჭირეს. ცვლილება დედაქალაქის მთავარ საფინანსო დოკუმენტში პირველი იანვრისთვის ბიუჯეტის ანგარიშებზე არსებული ნაშთების გამოყენებისა და წელს მოსალოდნელი პროგნოზების გათვალისწინებით შევიდა.
