ევროდეპუტატი კინგა გალი წერს, რომ ევროკომისია რვა მილიარდზე მეტი ევროთი გეგმავს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების გაზრდას
ევროდეპუტატი კინგა გალი წერს, რომ ევროკომისია რვა მილიარდზე მეტი ევროთი გეგმავს ეგრეთ წოდებული სამოქალაქო საზოგადოების დაფინანსების გაზრდას, რითაც ბრიუსელი ცდილობს USAID-ის დახურვის შემდეგ შექმნილი დეფიციტის შევსებას. ევროპარლამენტარის თქმით, ევროკომისია ამით პოლიტიკური აქტივისტების ქსელს დააფინანსებს, რომელიც დემოკრატიულად არჩეული კონსერვატიული მთავრობების წინააღმდეგ იქნება მიმართული. კინგა გალი სოციალურ ქსელში ევროკავშირის წევრი ქვეყნების ინტერესების წინააღმდეგ მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსების შეწყვეტას მოითხოვს.
