ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამართალდამცველებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათ წინააღმდეგ ძალადობის დამფინანსებლებსა და წამქეზებლებს გამოავლენს და დასჯის
ამერიკის ვიცე პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი სამართალდამცველებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია მათ წინააღმდეგ ძალადობის დამფინანსებლებსა და წამქეზებლებს გამოავლენს და დასჯის. ჯეი დი ვენსი, მინიაპოლისში საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურის აგენტის მიერ ქალის მოკვლის შემდეგ, შეერთებული შტატების ქალაქებში დაწყებულ საპროტესტო აქციებსაც ეხმიანება და სამართალდამცველების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს შიდა ტერორიზმი უწოდა. საერთაშორისო მედია კი წერს რომ შეერთებულმა შტატებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ქიმიური სპრეი გამოიყენა.
