რუსეთმა უკრაინის ქალაქ ლვოვზე იერიშისას რაკეტა „ორეშნიკი“ გამოიყენა
რუსეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, ექსპერიმენტული რაკეტა უკრაინის მიერ ნოვგოროდში, პრეზიდენტის რეზიდენციაზე მიტანილი იერიშის საპასუხოდ გამოიყენეს. სამიზნე უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა იყო. ოკუპანტის თავდაცვა ირწმუნება, რომ იერიში დრონების საწარმოზე მიიტანეს. მანამდე მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ დაიბომბა გაზის გამანაწილებელი ობიექტი. კიევმა ევროკავშირთან უახლოეს უკრაინულ ქალაქზე რუსული თავდასხმის გამო, გაეროს უშიშროების საგანგებო სხდომის დანიშვნა მოითხოვა.
